საზღვაო გადაზიდვები:
2020 წელს დაახლოებით 11 მილიარდი ტონა საქონელი გადაიზიდა საზღვაო ტვირთებით. თქვენ შეიძლება გაინტერესებთ რა არის ის ზუსტად და როგორ მუშაობს.
რა არის საზღვაო გადაზიდვა ?
საზღვაო ტვირთი, არის სატვირთო გემებით პროდუქციის ტრანსპორტირების მეთოდი. საქონელი იფუთება კონტეინერებში და ეს კონტეინერები იტვირთება გემზე, სადაც ისინი გადაიგზავნება დანიშნულების ქვეყანაში.
ტიპიურ სატვირთო გემს შეუძლია გადაიტანოს დაახლოებით 18000 კონტეინერი.
რამდენ ხანს გრძელდება სატრანზიტო პერიოდი ?
საზღვაო ტვირთების გადაზიდვა, შეიძლება მერყეობდეს 20-45 დღე ან მეტიც. მაგალითად როდესაც დატვირთული სეზონები და არაპროგნოზირებადი მოვლენები ხდება, საზღვაო ტვირთს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე თავდაპირველად იყო მოსალოდნელი.
რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს საზღვაო გადაზიდვას?
მისაღები ტარიფები სხვა მეთოდებთან შედარებით.
უფრო იაფია, ვიდრე სხვა სატვირთო მეთოდები (მაგ. საჰაერო გადაზიდვა) დიდ დისტანციებზე.
ნაკლოვანებები:
სატრანზიტოპ ვადები : საჰაერო გადაზიდვებთან შედარებით, საზღვაო ტვირთს მეტი სატრანზიტო დრო სჭირდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენ უნდა დაელოდოთ უფრო მეტხანს თქვენი საქონლის ჩამოსვლას.